ამ სტატიაში განვიხილავთ ფაქტორებს რომლებიც გავლენას მოახდენენენ კოტეჯების მშენებლობაზე
საქართველოში ხის კოტეჯები სულ უფრო პოპულარული ხდება. ვიზუალურ მხარესთან ერთად მომხმარებლისთვის კომფორტულობა და მყუდროებაც მნიშვნელოვანია და ისიც, რომ ზედმეტი ძალისხმევისა და ბევრი თანხების გარეშე დადგან პატარა სახლი თუნდაც აგარაკზე. ხის კოტეჯი პატარა, ბიუჯეტური და მოსახერხებელი ნაგებობაა, რომელსაც უკვე ბევრ მაღალმთიან სოფელსა თუ ზღვისპირა ქალაქში შეხვდებით. ბოლო წლების განმავლობაში, ის საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან ძალიან მყუდრო და კომფორტულ მოსასვენებელ სივრცედაა აღიარებული.
როგორც იცით, დღევანდელ დღეს, საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღ გარემოს, რაც ჩვენი ყოველდღიურობის ფონზე, რთულად მისაღებია. კოტეჯების მშენებლობის მთავარი მიზანიც სწორედ ეს არის. მარტივად შეგვიძლია შევქმნათ ეკოლოგიურად სუფთა, კომფორტული და მყუდრო გარემო ნებისმიერი ტიპის დამსვენებლისათვის. კოტეჯების მშენებლობა, ნებისმიერი სხვა შენობისგან განსხვავებით, საკმაოდ მოსახერხებელია, რადგან მისი მარტივი კონსტრუქცია ამის საშუალებას გვაძლევს. გაითვალისწინეთ ის ფაქტორიც, რომ ეს საკმაოდ მომგებიანი ბიზნესია, რადგან როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კოტეჯებზე მოთხოვნა დღითიდღე უფრო იზრდება. სტუმართა რაოდენობა და მათი დაინტერესება კი ნამდვილად გვაფიქრებინებს, რომ ფინანსურად ის საკმაოდ შემოსავლიანია. შესაბამისად, სარგებელი ორმხრივია, რადგან ერთის მხრივ, ვქმნით ეკოლოგიურად სუფთა გარემოსა და კომფორტულ სივრცეს დამსვენებლებისათვის, ვავითარებთ ტურიზმს და ამასთანავე, ფინანსურ სარგებელსაც ვიღებთ.
ბაზარზე მოთხოვნის ზრდის ფონზე გაზრდილია კონკურენცია მშენებელ კომპანიებს შორისაც, თუმცა ხშირია ფასითა და დაბალი ხარისხით მანიპულირების შემთხვევებიც.
ხის კოტეჯის აშენების მსურველმა, შეცდომა რომ არ დაუშვას, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს რას სთავაზობს მას მშენებელი — ფიცრულ სახლს თუ კაპიტალური ხის კარკასს. მათ შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა. პირველი, ძირითადად, საზაფხულო კოტეჯებს განეკუთვნება, კაპიტალური ხის კარკასი კი ყველა სეზონზეა გათვლილი და მუდმივ საცხოვრებლად გამოიყენება. მათი აშენების ღირებულებაც რადიკალურად განსხვავებულია. თუ ფიცრული სახლის ღირებულება კვადრატულ მეტრზე, დაახლოებით, 350 დოლარია, კაპიტალური ხის კარკასული სახლის შემთხვევაში ფასი 500 დოლარიდან იწყება. პროექტის ჩაბარებას კი სულ რაღაც 2-3 კვირა სჭირდება. ხის მასალა საქართველოში ძირითადად იმპორტირებულია. ხის კოტეჯების მშენებელ კომპანიებში ამბობენ, რომ ადგილზე ხარისხიანი პროდუქტის მოძიება რთულია და სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. კოტეჯებისთვის უმეტესად გამოიყენება წიწვოვანი, ფიჭვის და ნაძვის მასალა.
კიდევ უფრო მარტივად, რომ ავხსნათ ამ დროისთვის საშუალო ფასი კვ.მ-ზე 1 400 ლარია. კოტეჯებზე მოთხოვნა გააქტიურებულია, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში, როგორც საცხოვრებელი, ისე ტურისტული მიზნებით. ყველაზე მოთხოვნადია 60 კვ.მ-ის აშენება, თუმცა ტურისტული მიზნით 35-40კვ-დან იწყება. ისევ აქტუალური გახდა ორ და სამ სართულიანი სასტუმროებიც, რაც კოვიდის შემდეგ აღარ იყო დაკვეთებში. ფასებს რაც შეეხება განსხვავებულია მდებარეობის და პროექტის თავისებურებების გათვალისწინებით, თუმცა ამ პერიოდისთვის საშუალო ფასი 1 400 ლარის ფარგლებშია
ასევე კლიენტმა კარგად უნდა დააზუსტოს თუ სახის მომსახურება შედის ამ ფასში, რაც ზემოთ ვახსენეთ. როგორი ბარდება სახლი საბოლოო სახით კომპანიის მხრიდან და რა კრიტერიუმებით შეგვიძლია შევაფასოთ ნამუშევარი ხარისხობრივად გვაკმაყოფილებს თუ არა.
კლიენტისთვის უფრო მარტივი წარმოსადგენი და აღსაქმელი, რომ იყოს, მინიმუმ ხის სახლის სტანდარტი მოცემულ ფასებში უნდა გამოიყურებოდეს ასე:
მშენებლობისას გამოიყენება უმაღლესი სტანდარტის, კარკასული ტიპის მშენებლობის მეთოდიკა.
მშენებლობისთვის გამოიყენება არხანგელსკისა და კიროვის ფიჭვის ხის მასალა, რომელიც დამუშავებულია მწერებისა და ჭიების საწინააღმდეგო ხსნარებით.
თერმოიზოლაცია და დათბუნება ხდება 15სმ სისქის გერმანული Knauf-ის ნატურალური ბამბით, რაც თითქმის 5-7-ჯერ ამცირებს გათბობის დანახარჯებს და აღარ საჭიროებს ცენტრალური გათბობის დამონტაჟებას.
სახურავისთვის გამოიყენება კორეული Monterrey Lux-ის მეტალოკრამიტის სახურავი.
სახლის გარეგანი დამუშავება და სასურველ ფერზე შეღებვა ხდება ეკოლოგიურად სუფთა საღებავით, რომელიც დამზადებულია წყლის ბაზაზე და არ აქვს სუნი. აღნიშნული საღებავი ღრმად შეიწოვება ხის ფორებში, რაც იცავს ხეს მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისაგან, წყლის ზემოქმედებისაგან, ნესტის შეწოვისაგან და სხვა სახის კლიმატური ზემოქმედებისაგან.
ელექტროგაყვანილობის (სადენები, ჩამრთველები, ელცქვიტები, ჭაღები) მონტაჟისას დამატებითი უსაფრთხოების მიზნით გამოიყენება ნორმით გათვალისწინებულზე 3-4-ჯერ დიდი კვეთის სადენები.
გარე პერიმეტრზე მონტაჟდება ათწლიანი საგარანტიო ვადის მქონე, ხუთკამერიანი ყავისფერი მაღალხარისხიანი მეტალო-პლასმასის კარ-ფანჯრები, ხის ფაქტურით, ორმაგი მინაპაკეტით, გერმანული და ავსტრიული საკეტებით და აქსესუარებით.
კოტეჯები და ხის სახლები აღჭურვილია სველი წერტილებით (ცივი/ცხელი წყალი, უნიტაზი, ნიჟარა, საშხაპე). სააბაზანო ოთახის იატაკის მოწყობა ხდება ესპანური ან თურქული მეთლახით, ხოლო კედლების მოწყობა ხდება მაღალი ხარისხის პლასტიკატით. ასევე შესაძლებელია კედლების მოწყობა კაფელით, დამკვეთთან შეთანხმების საფუძველზე.
კოტეჯის ან ხის სახლის ფასში შედის ლითონ-კონსტრუქციის ფუნდამენტის ღირებულება (შეფუთვისა და ამოშენების გარეშე), რომელიც დაშორებულია მიწის ზედაპირიდან 80 სანტიმეტრამდე სიმაღლეზე. ხოლო ბეტონის ფუნდამენტის ან რთული ფუნდამენტის ფასის განსაზღვრა ხდება რელიეფის მდგომარეობის შეფასების შემდეგ.
დღესდრეობით ხის სახლების აგების ბევრი ტექნოლოგია არსებობს. ყოველი მათგანი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, ვინაიდან თანამედროვე უახლეს ტექნოლოგიებს შეიცავს და პრემიუმ კლასის თანამედროვე შენობის აშენების საშუალებას იძლევა. ყველაზე დახვეწილი ტექნოლოგია, რომელიც სრულყოფილი საცხოვრებლის აშენების საშუალებას იძლევა – ფინურია. ასეთი სახლები საიმედო, მყარი, ეკოლოგიური და ესთეტიურად ლამაზია.
ტექნიკურ მახასიათებლებსაც, რომ შევეხოთ ნებისმიერი ხის ნაგებობა ფლობს სიმსუბუქის თვისებას, მაგრამ ფინური ტექნოლოგიით შესრულებული ნაგებობა განსაკუთრებით. ის იმდენად მსუბუქია, რომ მასიური ფუნდამენტის ჩასხმასაც არ საჭიროებს. ეს მნიშვნელოვნად ზოგავს ფინანსურ რესურსებს. ასეთი ნაგებობები ხასიათდება აგების მაღალი ტემპით. თუ ნებისმიერი აგურის სახლი რამდენიმე თვეს საჭიროებს ასაშენებლად, ფინურისთვის რამდენიმე კვირაა საკმარისი. მშენებლობის ტექნოლოგია დაფუძნებულია აწყობის სიმარტივეზე. ამის გარდა, ფინური სახლის აგება შესაძლებელია წლის ნებისმიერ დროს.
ფინური სახლის აგების ტექნოლოგია ითვალისწინებს იდეალური კედლებისა და სწორი შეერთებების კონსტრუქციების შექმნას, რაც დეკორატიული მოპირკეთების ადვილად და სწრაფად გაკეთების საშუალებას იძლევა. არ არის აუცილებელი ზედაპირების დამატებითი დამუშვება, რასაც ბევრი დრო და ენერგია მიაქვს. ამიტომაც აგების შემდეგ მოპირკეთების დაწყება მაშინვეა შესაძლებელი.
ფინური სახლი მაღალი დონის თბოიზოლაციით გამოირჩევა. მას სითბოს შენარჩუნება ყინვიან ამინდებშიც კი შეუძლია, ხოლო ზაფხულში უზრუნველყოფს სიგრილესა და სახლში სუფთა ატმოსფეროს. ეს იმით მიიღწევა, რომ შეწებებული ბრუსი თავისთავად ცუდი თბოგამტარია. გარდა ამისა კედლები, ჭერი და იატაკი დამატებით ექვემდებარება სპეციალურ დათბუნებას, რაც მთლიან თბოიზოლაციას უზრუნველყოფს. ხმის იზოლაცია კიდევ ერთი თვისებაა, რომელიც დადებითად განასხვავებს სახლს, რომელიც ფინური ტექნოლოგიითაა აგებული. შეწებებული ბრუსის თვისება სხვადასხვა ხმის შთანთქვაა. ის ასევე დამატებით ექვემდებარება ხმის საიზოლაციო მასალებით მოპირკეთებას, მაგალითად მინერალური ბამბითა და ბოჭკოვანი თაბაშირით.
რაც შეეხება ფასებს, კიდევ თუ დავწვრილმანდებით, სტანდარტული პაკეტი გამოიყურება ასე:
წერტილოვანი საძირკველი – ჩაბეტონებული რკინის მილ-კვადრატები, კედლის ზომებით 3მმX100მმX100მმ, მაქსიმუმ 2 მეტრიანი დაშორებით ერთმანეთისგან. მიწიდან 40 სანტიმეტრის აწევით;
იატაკის მოწყობა დამუშავებული ხის მასალით (36 მმ სისქე), რომელიც გაპრიალდება და გაილაკება ზეთოვანი ლაკით. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია ლამინატის დაგება.
გარე და შიდა კედლები მოეწყობა ხის კონსტრუქციით (ზომები 120X70მმ), ხოლო გარე ფასადი და შიდა კედლები მოპირკეთდება ლამფით („აბშივკა”). კედლის სისქე 15სმ-მდე;
ელექტრო გაყვანილობა – 1.5კვეთიანი განათებებზე, 2.5 კვეთიანი როზეტებზე, 4 კვეთიანი ძირითად შემსვლელზე;
ორმაგი თბოიზოლაცია (2 ფენა ქვაბამბა) კედლებში, ჭერში, იატაკში. ორი მხრიდან შეფუთვა ორთქლსაიზოლაციო მემბრანით კედლებსა და სახურავში;
მეტალოპლასტმასის სასურველი ფერის კარ-ფანჯარა. ფანჯრების ზომები: 1მx1.2მ. ფასში არ შედის დამცავი ბადეები და დამატებითი მექანიზმები.
0.5-მილიმეტრიანი თუნუქის სახურავი;
პროექტის მთლიანი დიზაინი, განლაგება და ფერები თანხმდება დამკვეთთან.
ხის სახლებს შეიყვარებთ მათი სილამაზის, ბუნებრივი და კომფორტული ესთეტიკის გამო. გარდა იმისა, რომ ლამაზია, მათ აქვთ დიდი უპირატესობა – ის გაცილებით იაფია, ვიდრე სხვა, ჩვეულებრივი ტიპის კონსტრუქციები. ამიტომ ისინი იდეალურია მათთვის, ვისაც ბიუჯეტის სიმწირის მიუხედავად, არ სურს უარი თქვას ლამაზ გარემოში ცხოვრებასა და ბუნებასთან კონტაქტზე.
სანამ ხის სახლების უპირატესობებსა და მახასიათებლებს შევეხებით, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ყველა კონსტრუქცია ერთნაირი არ არის. დღეს, ახალი ტექნოლოგიების წინსვლისა და ეკოლოგიურ სახლებზე დიდი მოთხოვნის წყალობით, არსებობს მრავალი სახის ხის სახლები სხვადასხვა სამშენებლო სისტემით. რომელი ვარიანტიც არ უნდა გადაწყვიტოთ საბოლოოდ, თუ ხის სახლში იცხოვრებთ, დარწმუნებული ვართ, რომ არ ინანებთ თქვენს გადაწყვეტილებას.
ხე მოქმედებს არა როგორც თერმული ხიდი, არამედ როგორც იზოლატორი, ამიტომ ინარჩუნებს სახლში სიგრილეს ზაფხულში და სითბოს ზამთარში, რაც მას ბევრად უფრო მდგრად სამშენებლო სახლად აქცევს. დანაზოგი გათვლილია წელიწადში 50%-დან 60%-მდე გათბობასა და კონდიცირებაში.
კანადური სახლების კედლები შეიცავს მასალას, რომელიც არა მხოლოდ იზოლირებს გარე ხმაურისგან, არამედ ხელს უწყობს ტემპერატურის სტაბილურობას: ეს შეიძლება იყოს ქვა-ბამბა, შუშა-ბამბა, ცხვრის ბამბა და ა.შ., ეს ყველაფერი ეკოლოგიური მასალაა 0% ნავთობის წარმოებით.
ხის სახლების ოჯახიდან, კანადური სახლები არ არის წინასწარ დამზადებული: ისინი უფრო მეტხანს ძლებენ, ვიდრე ტრადიციული სახლი და ნაკლებ მოვლას საჭიროებენ.
კანადური სახლები შენდება სწრაფად და 30%-ით იაფია, ვიდრე ტრადიციული ბეტონისა და აგურის სახლები.
გამომდინარე ზომოთ განხილული არაერთი ფაქტორიდან, ვფიქრობთ, თქვენთვის საკმაოდ ცხადი გახდა ხის სახლების და კოტეჯების არაერთი უპირატესობა, მათ ტრადიციულ (საქართველოში) ანალოგთან. თუმცა მიუხედავად ამისა, ჩვენ გიტოვებთ სივრცეს, დასკვნა თქვენით გამოიტანოთ და გააკეთოთ არჩევანი, სასურველი დიზაინისა თუ ზომის სახლის ასაშენებლად.
ხის კოტეჯი არ არის მხოლოდ ალტერნატივა ბეტონს — ეს არის უკეთესი არჩევანი იმ ადამიანებისთვის, ვინც აფასებს ბუნებას, კომფორტს და პრაქტიკულობას. თუ გეგმავ აგარაკის ან მუდმივი საცხოვრებლის აშენებას, ხის კოტეჯი საუკეთესო გამოსავალია.