პროექტები

კოტეჯის სტილის სახლი 44 კვ.მ

კოტეჯს აქვს ღია ტიპის დაგეგმარება, სადაც ერთ სივრცეშია განთავსებული სამზარეულო და მისაღები ოთახი, ასევე მოიცავს ერთ აბაზანას და მთავარ საძინებელს. ხოლო საერთო საცხოვრებელი ფართი შეადგენს 44 მ²-ს.იდეალურია ყოველდღიური ცხოვრებისთვის ან დასასვენებლად.

კოტეჯის სტილის სახლი - 140 კვ.მ

ამ ხის კოტეჯის განლაგება ძველი, მშვიდი დღეების შეგრძნებას იწვევს. ეს არის ადგილი, სადაც ოჯახთან ერთად დრო ბუნებრივად და მშვიდად გადის ზაფხულში ეზოში, ზამთარში კი თბილ და მყუდრო სივრცეში. მარტივი, სასიამოვნო და პრაქტიკული სახლი, რომელიც ბევრ ოჯახს მოერგება.

კოტეჯის სტილის სახლი 83 კვ.მ

კომპაქტური ხის კოტეჯის პროექტი ელეგანტური ფორმებითა და ბუნებასთან ჰარმონიაში შექმნილი იერით. დახრილი სახურავი და მშვიდი არქიტექტურული ხაზები სახლს თანამედროვე, თბილ ხასიათს აძლევს. იდეალურია მათთვის, ვინც აფასებს სიმარტივეს, ბალანსს და სივრცის ბუნებრივ შეგრძნებას.

კოტეჯის სტილის სახლი 59 კვ.მ

ეს მყუდრო და თანამედროვე სახლი განკუთვნილია მათთვის, ვინც კომფორტულ დასვენებას ეძებს. მისი კონსტრუქცია მარტივი და ეკონომიურია, ხოლო შიდა სივრცე ისეა დაგეგმილი, რომ მარტივად მოერგოს როგორც დასასვენებელ, ისე სამუშაო გარემოს. ეს არის ადგილი, რომელიც თქვენს ყოველდღიურობას ბუნებრივად ერგება.